გია ხუხაშვილი მიხეილ კალანდიას დაკავებაზე - მთავარი თემა დღეს უნდა გახდეს იმის გამოძიება, ვინ უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს ხელს

რაღაც პროცესი რომ დაიწყო და ნაბიჯები გადაიდგა, მისასალმებელია, მაგრამ მთავარი თემა დღეს უნდა გახდეს იმის გამოძიება, თუ ვინ უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს ხელს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილი ურჩევს ხელისუფლებას, სამომავლოდ თუ უნდა, რომ ნაწილობრივ დაიბრუნოს ავტორიტეტი ხალხში, სისტემურ პრობლემას უნდა გასცეს სისტემური პასუხი.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ახლა მთავარია, გაკეთდეს დასკვნა, ხელისუფლების მხრიდან რასთან გვაქვს საქმე: გარკვეულ კამპანიასთან, თუ რეალური ცვლილებების სურვილთან.

„დავიძარით აი, ამ გაყინული წერტილიდან, რომელიც უსამართლობის განცდას იწვევდა და პრინციპში, სერიოზული კრიზისის საფუძველი გახდა, როგორც სახელმწიფოებრივი გაგებით, ასე სახელისუფლებო გაგებით. მთავარი თემა დღეს უნდა გახდეს, იმის გამოძიება, თუ ვინ უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს ხელს.

ყველა ჩინოვნიკმა, ყველა გავლენიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის ქმედებები ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს დასჯადი. ამ მხრივ, ჩემის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიგურანტების გამოვლენა და მათი დასჯა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მოლოდინი ამ გამოძიების ფარგლებში, რომელიმე მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხის დადგომასთან დაკავშირებით, ხუხაშვილი განმარტავს, რომ სისტემური ოპტიმიზმის საფუძველი მას არ აქვს, რადგან მისივე თქმით, ნათელია, როგორ იბრძვის ხელისუფლება მანკიერი სისტემის შენარჩუნებისთვის სასამართლოში და კოლექტიური მურუსიძის დამკვიდრებისთვის. ამგვარად, ხუხაშვილის თქმით, გაურკვეველია, საუბარია ზოგადად სამართლის მიდგომის საკითხებში ცვლილებებზე, თუ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე.

„მე არ მინდა არც ზედმეტად სკეპტიკური ვიყო, არც ზედმეტად ოპტიმისტი. ვინაიდან, სისტემური ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვუყურებთ, როგორ იბრძვის ხელისუფლება მანკიერი სისტემის შენარჩუნებისთვის სასამართლოში და კოლექტიური მურუსიძის დამკვიდრებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ოპტიმისტები და ისიც გაურკვეველია, ჩვენ საუბარი გვაქვს ზოგადად სამართლის მიდგომის საკითხებში ცვლილებებთან, თუ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ პერიპეტიებთან - ეს მომავალმა უნდა აჩვენოს.

მე ვურჩევდი ხელისუფლებას, თუ მას სამომავლოდ უნდა, რომ ნაწილობრივ დაიბრუნოს ავტორიტეტი ხალხში, მან ამ სისტემურ პრობლემას უნდა გასცეს სისტემური პასუხი. ყველა საქმეს, სადაც არის უსამართლობის განცდა, უნდა გაეცეს პასუხი.

კარგია, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე, გარკვეულ კამპანიასთან თუ რეალური ცვლილებების სურვილთან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო