კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

უკრაინაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა მიმართეს.

საგარეო უწყების ცნობით, მათ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აღნიშნეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საზეიმო მიღებაზე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს უკრაინაში საქართველოს დიასპორის ცეკვის ანსამბლებმა „იბერიელი“ და „იბერია“.

ოფიციალურ მიღებას უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო სექტორის, ქართული დიასპორის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“