რუმინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტის „დიპლომატიურ კლუბში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა კონსტანცას ოლეგ დანოვსკის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სოლისტი ტენორის, რეზვან სერარუს მიერ.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დანუც სებასტიან ნეკულაესკუმ. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის სამსაუკუნოვან მეგობრობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკასა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ ეხილათ საქართველოს შესახებ სხვადასხვა ვიდეო-რგოლები და ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუმინეთის პარლამენტისა და სხვადასხვა საჯარო უწყებების, მედიის, კულტურისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წევრები“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“