„ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი - საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება, მაისში 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება, მაისში 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა საკმაოდ აგრესიულად იზრდება და იმაზე ადრე დადგება ქვეყანაში ახალი პორტის არსებობის საჭიროება, ვიდრე ელოდნენ.

„საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია ქართულ პორტებში ძალიან კარგია, როგორც ზოგადად ინდუსტრიისთვის, ისე ანაკლიის პორტისთვის. ჩვენ შედარებით პესიმისტური მოლოდინი გვქონდა, კერძოდ, ტვირთების 10%-იდან 15 %-მდე ზრდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, 35%-იანი ზრდაა მიმდინარე წლის იანვარ- მაისში წინა წელთან შედარებით. ანუ საკმაოდ აგრესიულად იზრდება ბაზარი და ქვეყანა უფრო მალე დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ ქართული პორტები აღარ იქნება საკმარისი იმ ტვირთების მომსახურებითვის, რომელზეც იქნება მოთხოვნა,“- აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ტვირთების ასეთი ზრდის ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ქვეყანაში ორი ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება დადგება, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება.

„ქვეყანას არ სჭირდება ორი ღრმაწყლოვანი პორტი. სინგაპურში წლის განმავლობაში დაახლოებით 35 მილიონ კონტეინერს ამუშავებენ, მათ აქვთ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი. თუ ტვირთების გაფანტვა მოხდება ორ ღრმაწყლოვან პორტს შორის, ეს იმას გამოიწვეევს, რომ ვერც ერთი ვერ გაუწევს კონკურენციას საერთაშორისო დონეზე ისეთ პორტებს, როგორიცაა რუსეთის „ნოვოროსისკის“ პორტი, სამომავლოდ თუ გაიხსნება ირანის პორტები, თურქული პორტები. ჩვენ გვჭირდება ერთი მსხვილი პორტი, რომელიც შეძლებს, რომ განვითარდეს და კონკურენცია გაუწიოს არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო პორტებს, რეალურად სწორედ მათთან ვართ ჩვენ კონკურენციაში,“-განმარტავს გიორგი ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-მაისის მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებმა 232,160 TEU გადაამუშვეს, რაც 34.9%-ით , ანუ 60,027 TEU-თი უფრო მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი , რაც 172,133 TEU-ს შეადგენდა.

რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მაისში ქართულ პორტებში გადატვირთული კონტეინერების რაოდენობამ 49,797 კონტეინერი (TEU) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.8%-ით აღემატება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ