ბათუმის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ექიმების განცხადებით, საავადმყოფოს მიზანმიმართული გაკოტრება მიმდინარეობს

ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სამშობიარო სახლის ექიმების განცხადებით, საავადმყოფოს მიზანმიმართული გაკოტრება მიმდინარეობს.

როგორც ექიმები განმარტავენ, ორი თვის წინ სამშობიარო სახლში თანამშრომელთა უმრავლესობამ, რომლებიც ამავე დროს სამედიცინო დაწესებულების აქციონერები არიან, დირექტორი აირჩია, რომლის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ ხერხედება. მათი თქმით, ახალ დირექტორს იმ მიზეზით ვერ არეგისტრირებენ, რომ ყოფილმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ სამშობიარო სახლში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და იგი სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმის სამშობიარო სახლის ახალად არჩეულ დირექტორს, ნანა შერვაშიძეს მიაჩნია, რომ ბათუმის ცენტრში არსებული სამშობიარო სახლით მეწილეები სხვადასხვა მიზნებით არიან დაინტერესებული და კულტურული მემკვიდრეობის შენობაში სამშობიარო სახლის გაუქმებას გეგმავენ.

ექიმები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, სახელშეკრულებო პირობებს გადახედონ. მათი თქმით, ახალად არჩეული დირექტორის დანიშვნის პროცესების გაჭიანურებამ სამუშაო პროცესი შეაფერხა.

"2019 წლის 10 აპრილს პარტნიორების მოთხოვნით, პარტნიორთა, ანუ თანამშრომელთა კრება ჩატარდა. დღის წესრიგით დირექტორი გადავაყენეთ და ახალი დირექტორი ავირჩიეთ. ყველა კანონის დაცვით ჩავატარეთ არჩევნები. ამირჩიეს მე და ვერ ვასრულებ სამუშაოებს, იმიტომ, რომ ჯუმბერ უნგიაძემ გაასაჩივრა არჩევნები სასამართლოში",- განაცხადა ნანა შერვაშიძემ.

ბრალდებებს გამოეხმაურა ყოფილი დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებასთან შეხება საერთოდ არ აქვს.

მისი თქმით, ახალი დირექტორის დანიშვნის წინააღმდეგი არ არის და ის, რომ ვინმე საჯარო რეესტრში ვერ რეგისტრირდება, აბსურდია.

„როგორ ვაკოტრებ მე, იქ საერთოდ არ ვარ?! არანაირი კავშირი არ მაქვს, თუ ვიღაცამ ვინმე აირჩია, მე არ ვარ წინააღმდეგი. დარეგისტრირდეს ოფიციალურად და გახდეს დირექტორი. სულ 6 თვე ვიყავი კლინიკაში, თავიდანვე ამიტეხეს ამბავი და ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდეს. ხელფასიც არ ამიღია“, - განაცხადა უნგიაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“