„ვითიბი ბანკმა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

26 მაისს დასრულდა „ვითიბი ბანკის“ გათამაშება, რომელიშიც ჩართვა ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA-ს ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge. გამარჯვებულები ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, გათამაშების პირველი ადგილის მფლობელი ერეკლე ექვთიმიშვილი გახდა, რომელიც გაემგზავრება კოპენჰაგენში, 10 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამისად Samsung Galaxy S10 და 500 ლარიან ვაუჩერი გადაეცათ.

„ვითიბი ბანკის“ ახალი მომსახურება საგრძნობლად ამარტივებს თანხის გადარიცხვას. ამისთვის საჭიროა შესვლა ვებ-გვერდზე www.hub.vtb.ge, თანხის გადასარიცხად საკმარისია მიმღების ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანა. თანხა წამებში ისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმიერ დღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო