დავით ბაგრატიონის წარმომადგენელი - თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დადგება, „სამეფო სახლის“ მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, შემდეგ მისი ვაჟი და სხვა ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს

თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში დადგება, რა თქმა უნდა, „საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაური არის ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, მის შემდეგ მისი ვაჟი გიორგი და სხვაგვარ ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წარმომადგენელმა, ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება დაადგინოს რაღაც წესები და ცალმხრივ რეჟიმში წარადგინოს გარკვეული კანდიდატი.

„არანაირ ტახტის მემკვიდრეზე ამ წუთას საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. თუ ქართველ ხალხს სურს მონარქიის რესტავრაცია და მმართველობის ეს ფორმა, კი, ბატონო! პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. ეს არის პოზიცია. ჩვენი აზრით, არავის არ აქვს უფლება გამოვიდეს, დაგვიდგინოს წესები, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მოწყობა, შეგვიდგინოს გარკვეული პროექტი და ცალმხრივ რეჟიმში წარგვიდგინოს გარკვეული კანდიდატი.

უკვე მე-11 წელია, ის ხალხი, ვინც აღიარებს მონარქიის იდეას, მოიაზრება, რომ აღნიშნულ ტიტულში ბატონ დავით ბაგრატიონ-მუხრან-ბატონიშვილი არის აღიარებული სამეფო სახლის მეთაურად. ეს ადამიანი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის აწუხებს, არავის ეჩრება თვალში, არ აკეთებს საჯარო განცხადებებს, აქვს თავისი საყვარელი საქმე, ეწევა მევენახეობა-მეღვინეობას და მშვიდად უნდა იცხოვროს თავის სამშობლოში. თუმცა, თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა საქართველოში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური არის ბატონი დავითი, მის შემდეგ მისი ვაჟი გიორგი და სხვაგვარ ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს”, - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ბაგრატიონის წარმომადგენელი - თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დადგება, „სამეფო სახლის“ მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, შემდეგ მისი ვაჟი და სხვა ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს

თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში დადგება, რა თქმა უნდა, „საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაური არის ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, მის შემდეგ მისი ვაჟი გიორგი და სხვაგვარ ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წარმომადგენელმა, ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება დაადგინოს რაღაც წესები და ცალმხრივ რეჟიმში წარადგინოს გარკვეული კანდიდატი.

„არანაირ ტახტის მემკვიდრეზე ამ წუთას საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. თუ ქართველ ხალხს სურს მონარქიის რესტავრაცია და მმართველობის ეს ფორმა, კი, ბატონო! პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. ეს არის პოზიცია. ჩვენი აზრით, არავის არ აქვს უფლება გამოვიდეს, დაგვიდგინოს წესები, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მოწყობა, შეგვიდგინოს გარკვეული პროექტი და ცალმხრივ რეჟიმში წარგვიდგინოს გარკვეული კანდიდატი.

უკვე მე-11 წელია, ის ხალხი, ვინც აღიარებს მონარქიის იდეას, მოიაზრება, რომ აღნიშნულ ტიტულში ბატონ დავით ბაგრატიონ-მუხრან-ბატონიშვილი არის აღიარებული სამეფო სახლის მეთაურად. ეს ადამიანი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის აწუხებს, არავის ეჩრება თვალში, არ აკეთებს საჯარო განცხადებებს, აქვს თავისი საყვარელი საქმე, ეწევა მევენახეობა-მეღვინეობას და მშვიდად უნდა იცხოვროს თავის სამშობლოში. თუმცა, თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა საქართველოში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური არის ბატონი დავითი, მის შემდეგ მისი ვაჟი გიორგი და სხვაგვარ ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს”, - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი