სოფიო ქაცარავა გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 6-7 ივნისს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC), რომლის ძირითადი თემები იქნება ევროპული ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიისა და ლიბერალური წესრიგის გამოწვევები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავა, მონაწილეობას მიიღებს პანელზე სახელწოდებით „რუსეთი და დასავლეთი“, სადაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და შესაძლო შეთანხმებები განიხილება.გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავას ფორუმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კონფერენცია ევროპაში, რომელიც ტრადიციულად მასპინძლობს 1000-ზე მეტ სტუმარს, 60 ქვეყნიდან.

„გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფორუმი, სადაც თავს იყრის 60 ქვეყნის წარმომადგენელი და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გამოცდილებასა და არსებულ გამოწვევებზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს სლოვაკეთის და ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს