ბათუმში, კიდევ ერთი, მსოფლიო ბრენდული სასტუმრო Holiday Inn შემოდის

ბათუმში, კიდევ ერთი, მსოფლიო ბრენდული სასტუმრო Holiday Inn შემოდის. 36-სართულიანი აპარტ-ოტელის ტიპის სასტუმრო Blue Sky Tower-ის მშენებლობა ბათუმში 2021 წელს დასრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია Like house-ში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბათუმის, როგორც, საზღვაო კურორტის დიდი პოტენციალი ინვესტორების დაინტერესებას იწვევს. კომპანია Like house-ს კი ელიტარული ტიპის, პროექტებზე მუშაობის, დიდი გამოცდილება აქვს.

„ამ ეტაპზე, კომპანია აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს BlueSky Tower-ს, ბათუმის ყველაზე განვითარებად ტერიტორიაზე, გმირთა ხეივანში ააშენებს.

ტერიტორიის მიმდებარედ, არის განვითარებული ინფრასტრუქტურა. კომპლექსის მოპირდაპირედ, ფრანგული ჰიპერმარკეტი “კარფური” მდებარეობს. ასევე, 50 მ-ში მდებარეობს, ბათუმის ცენტრალური სტადიონი, რომლის, მშენებლობა ხორციელდება, უეფას მე-4 კატეგორიის საერთაშორისო სტანდარტებით და მისი საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, ახლოს მდებარეობს: მოცეკვავე შადრევნები, იუსტიციის სახლი, ზღვა და პლაჟი“, - აცხადებენ Like house-ში.

კომპანიის ინფორმაციით, BlueSky Tower - ორი ბლოკისან შედგება. ერთ-ერთ ბლოკში, „ინტერკონტინენტალ ჯგუფში“ შემავალი, ცნობილი სასტუმრო ბრენდი Holiday Inn-ი განთავსდება, რომელიც, 150 ნომრით იქნება წარმოდგენილი და 1-10 სართულზე განთავსდება. 10-36 სართულებზე კი, სასტუმრო ნომრები, ბიზნესისთვის არის განკუთვნილი და გაქირავების უმაღლესს სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2qwtV0xq3QQ

„მომხმარებელს, ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს სასტუმრო ნომერი, სრული რემონტოთ - 36 თვიანი შიდა და უპროცენტო განვადებით, სადაც, პირველადი შენატანი, საერთო ღირებულების 30%-ს შეადგენს.

ამავე ბლოკში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა: საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრი, ღია და დახურული რესტორნები, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, 24 საათიანი დაცვა და მეთვალყურეობა, 24 საათიანი დასუფთავება.

რაც შეეხება, მეორე ბლოკს, (B Block) აქ განთავსდება საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომლებიც, ბარდება ე.წ “თეთრი კარკასის” კონდიციით, ცენტრალური გათბობითა და ცხელი წყლით, გადახდის იმავე პირობებით; აღნიშნულ ბლოკში მფლობელს შეეძლება თავისი შეხედულებისამებრ შეასრულოს სარემონტო სამუშაოები და უზრუნველყოს აპარტამენტების გაქირავება და მოვლა“, - აცხადებენ Like house-ში.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, სასტუმრო კომლექსის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, Like house ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე საქართველოში. კომპანიის ისტორიის ათვლა 2006 წელს იწყება, როდესაც, დაიწყო პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე. 2007 წელს კი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის - VOX -ის მშენებლობა დაიწყო , რომელიც, იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო ბათუმში. 2006 წლიდან დღემდე კომპანიას 10 სამშენებლო პროექტი აქვს განხორციელებული და ყველა ობიექტი, ვადაში და ჯეროვნად აშენდა. ამ ეტაპზე Like house-ში დასაქმებულია 250-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის მთავარი მიზანი კი, მომხმარებლის ლოიალობის მაღალი დონის შენარჩუნება და მშენებლობის პროცესში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა.

საკონტაქტო ტელ: +995 593 24 11 11

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა