გზების დეპარტამენტი - მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღსადგენად, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისი სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, სამტრედია ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯამში 19 კმ-ზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ბონჯა-სათაფლიას გზის 6 კმ-ზე, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი-ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის 3 კმ-ზე, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი საავტომობილო გზის 18 კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11 კმ-ზე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოები დაიწყება ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 24 კმ-ზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 8 კმ-ზე და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 6 კმ-ზე.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, აღდგება დაზიანებული გზის საფარი, განთავსდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ბეტონის პარაპეტები, საორიენტაციო ბოძკინტები და საგზაო ნიშნები, განხორციელდება განახლებული საგზაო მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ