გიორგი ჩოგოვაძე კალიარიზე მიმდინარე ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

5-7 ივნისს, იტალიის კუნძულ სარდინიაზე ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2019 იმართება. კალიარიზე მიმდინარე რიგით მე-16 ფორუმში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 600-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს. საქართველოდან ფორუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და ასევე, ქართული ავიაკომპანია MY WAY Airlines მონაწილეობენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

,,კალიარიზე მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ვხვდებით სხვადასხვა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს. გვაქვს პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს