დასავლეთ საქართველოში ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შემდეგი სოფლები: სამეგრელოს რეგიონში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ორულუს და ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულები; გურიის რეგიონში - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ღონისძიების დაწყების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.

ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება, რათა ფუტკარი არ დაზიანდეს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები 21:30 საათიდან განხორციელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გეგა შენგელია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

შეწამვლითი ღონისძიებების პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ელექტრონულ ბაზაში აისახება.

დღეის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომელთა მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰა ფართობზე ჩატარდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა