კოჯორში ახალგაზრდული სოფლის აშენება იგეგმება

კოჯორში, 25, 000 კვ.მ ტერიტორიაზე ახალგაზრდული სოფლის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, სოფელი მწვანე კონცეფციით გაშენდება და ენერგოეფექტური იქნება.

„ჩვენ ყველას გვეამაყება, რომ ეს შევძელით და დიდი მადლობა ქალაქის მერს, რომელმაც აიტაცა ეს პროექტი. ყველა დიდ ევროპულ ქალაქს აქვს ახალგაზრდული ქალაქი ან ახალგაზრდული სოფელი, რომელიც მულტიფუნქციურია. ის აერთიანებს გასართობ, სპორტულ, რეკრეაციულ ზონებს და რაც მთავარია, საფესტივალო სივრცეს.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრებთან, ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ თბილისში ჩატარდეს მასშტაბური ახალგაზრდული შეკრებები, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ასევე, საფესტივალო სივრცე, ვინაიდან, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი. კოჯორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან დატვირთული. ერთ მიღებაზე ის 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური და ხის კოტეჯებით დატვირთული“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდულ სოფელში განთავსდება საცხოვრებელი, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ხის კოტეჯები, მედიათეკა, ტექნოლაბი, სარეპეტიციო და სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები, სასადილო, ღია კაფე, ღია სპორტული მოედნები, ამფითეატრი, სპორტული დარბაზი და აუზი. სოფელი წლის ნებისმიერ პერიოდში უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, კონფერენციებს, კრეატონებს, ჰაკათონებს, ვორქშოფებს, ფორუმებს, ახალგაზრდულ ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს