ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს - თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის

თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის. დაავადება არასდროს არ გამოსწორდება,-ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საარჩევნო დებატების დროს.

ლადო კახაძემ შავგულიძისგან მოითხოვა პასუხი, თუ რა განსხვავებაა სააკაშვილს, ბოკერიასა და მურუსიძეს შორის.

„რითი განსხვავდება, რა არის უკეთესი სააკაშვილში, ბოკერიაში, რა არის განსხვავება უკეთესობის მხარეს მურუსიძესთან? მაინტერესებს, თქვენ ხომ იცით, ვის ელაპარაკებით? -ექიმს ელაპარაკებით. თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის. დაავადება არასდროს არ გამოსწორდება. დაავადებას ერთი სული აქვს, დაავადოს, დაავადოს, დაავადოს... ავადმყოფს დახმარებოდით მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ეს უფრო მაღალი მისია მგონია და თქვენი არჩევანია“,-განაცხადა ლადო კახაძემ.

აღნიშნულზე შალვა შავგულიძემ უპასუხა, რომ ლადო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსა და მურუსიძეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ის „ევროპული საქართველოს“ წევრებთან „წარსულის შეფასებაში“ თანხმდება.

„რაც შეეხება განსხვავებას ბოკერიას მურუსიძესა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს შორის ვისთანაც მე მაქვს პოლიტიკური პარტნიორობა. საქმე იმაშია, რომ „ევროპული საქართველო“ და ჩვენ ვთანხმდებით წარსულის შეფასებაში. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ იყო მიუღებელი და დანაშულებრივი ის უსამართლობა, რაც მაშინ მოხდა. მურუსიძე ამბობს, რომ ის იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები, რასაც ის მაშინ იღებდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სხვა არაფერია თუ არა მაშინდელი ხელისუფლების მსახურება და ეს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა და ასე აპირებს გაგრძელებას და ასე აგრძელებს.

ასე, რომ აქ განსხვავება ძალიან დიდია ბატონო ლადო. განსხვავება იმაშია, რომ ერთი მხარე ამბობს-"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომ ცუდია და აღარ უნდა დავუშვათ. მურუსიძე კიდევ იმას ამართლებს და აგრძელებს იგივეს“,- უპასუხა შალვა შავგულიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო