ირმა ნადირაშვილი - „ოცნება“ მოქმედებს პრინციპით „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი" - ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას

ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრეს.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, საკმაოდ ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ნეპოტიზმის ნიშებს შეიცავს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ფაქტს, რომელიც დაფიქსირდა ქობულეთში. ძალიან მოკლე კვლევამაც დაადასტურა, რომ არსებობს 15 ადამიანი საჯარო სამსახურში, რომელიც არ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ისე იღებს ხელფასს გადასახადების გადამხდელების ფულიდან. ეს არის საგანგაშო, რადგან ეს ფაქტი გამოვლინდა პატარა სამსახურში. ასეთი კვლევა რომ ჩატარდეს, ჩვენ ამ კუთხით ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით, რომ „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი" და ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის თბილისშც კადრების შერჩევა ხდება "ნათესაობა-მეგობრობის" პრინციპით.

„მაგალითისთვის, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა თვის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს ყველაზე მაღალბიუჯეტიან, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურში. ასევე მძიმე ფაქტებია ქუთისში, სადაც ქუთისის გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში და სსიპ-ებში. გარდა ამისა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის 58-ე საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. აგრეთვე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა რამაზ ჩხიკვაძემ საკუთრი ძმა, ზაზა ჩხაკვაძე, დანიშნა სპორტის სასახლის დირექტორად", -აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა