ნათია თურნავა - ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში

ჩვენი სამინისტროს ხედვა და ის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა სწორედ სტაბილური, დინამიური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში.

„იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. მეორე პრიორიტეტი არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში, ხოლო უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვადასხვა შეფასებებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

“თუმცა, არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარებული რესურსი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას და როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.

“ჩვენ უკვე გვაქვს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც, რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მიწვდება თითოეულ ოჯახს”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife