ნინო ჯავახაძემ Cieca-ს კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა

თბილისში მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca-ს კონგრესი გაიხსნა. Cieca-ს ყოველწლიური კონგრესი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კონგრესის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს კამპანია "#მეტისიცოცხლისათვის", რომლის ფარგლებშიც არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძება არის დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა კი დელეგატებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„სამდღიან ღონისძიებას მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი ესწრება.

კონგრესის წლევანდელი განსახილველი თემაა - "თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“.

Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს. საქართველო 2014 წლიდან Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის“. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს, მათ შორის გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატებას (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდას, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვას და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს