მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის თავმჯდომარე, უარს ამბობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მხარდამჭერების აზრის მოსმენის შემდეგ მიიღო.

„მიუხედავად იმას, რომ ვთვლი ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გაგვიკეთა, ჩვენ ამ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან გავქვს მკაფიო იდეოლოგია, მკაფიო პრინციპები და არასდროს არ მივდიოდით ჩვენი პრინციპების საზიანოდ კომპრომისზე. უმრავლესობამ, ვინც ჩვენთან შემოვიდა თქვეს, რომ მათთვის ამ გაერთიანებაზე წასვლა პრინციპებთან მიმართებაში კომპრომისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე უკრაინაში არ ჩამოვსულვარ თანამდებობის საძებნელად, უკრანაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად ვიყო. აქ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ, რადგანაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრება საკმარისად მაქვს მოწყობილი. მე აქ დავრუნდი უკრაინის დასახმარებლად, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. ჩამოვედი იმისთვის, რომ დიდი იდეების გენერირება მოვახდინო თქვენთან ერთად. ჩვენ როგორც იქნა მოვიშორეთ „ბარიგების“ ძველი პოლიტიკური კლასი და მათ ნაცვლად გამოჩნდნენ ახალი ხალხი დიდი იდეებით, პატრიოტიზმით და უკრაინის სიყვარულით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მისი პარტია ვერ მოახერხებს, რომ ორშაბათს ყრილობა ჩაატაროს და ვადამდელ არჩევნებზე მონაწილეობის მიღების განაცხადი გააკეთოს.

„ჩვენ ვივლით ცალკე კოლონად. მე ახალ ხალხს დავეხმარები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ფული, რათა „ახალი ძალების მოძრაობამ“ ორშაბათს ყრილობა გამართოს და არჩევნებზე წავიდეს. დამატებით შესაგროვებელია 2 ათასი დოლარი, რათა ამ არჩევნებზე წავიდეთ. რა თქმა უნდა მე თანხა არ მაქვს და არც ვაპირებ ოლიგარქებს მივმართო. ასეთია სისტემა, რომელიც არ უშვებს არჩევნებზე ნამდვილად, რადიკალურად განწყობილ რეფორმატორ, წესიერ ძალას. მაგრამ უნდა გავარღვიოთ ეს სისტემა და, ჩემი აზრით, ესეც უნდა შეიცვალოს უკრაინაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დასთანხმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი კლიჩკოს შეთავაზებას - ექსპრეზიდენტის პასუხი კიევის მერს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა