მიგრანტების თემაზე აშშ-ისა და მექსიკის მოლაპარაკებები გაგრძელდება

ცენტრალური ამერიკიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს ვაშინგტონში, აშშ-სა და მექსიკას შორის. ტრამპი მექსიკისგან ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გააქტიურებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში მექსიკურ საქონელზე ბაჟის გაზრდით ემუქრება.

მექსიკის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მარსელო ებრარდის ხელმძღვანელობით ორი დღის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს კოლეგებთან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე პროგრესია და ეს იმედს იძლევა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მან თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ ხელშეკრულებაზე მიიღებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროპაში ერთკვირიანი ვოიაჟის დამთავრების შემდეგ.

მარსელო ებრარდმა კი განაცხადა, რომ მექსიკა მზად არის გვატემალასთან თავისი სამხრეთის საზღვრის დასაცავად დამატებით გაგზავნოს ეროვნული გვარდიის კიდევ 6000 ჯარისკაცი.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“