„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, გვყავს პარტნიორები, რომლებიც გასწევენ ხარჯებს

რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ბოლო დროს მედიაში, ძალიან პოლიტიზირებული იყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კლაუს ლოურსენი აცხადებს, ბოლო დროს ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ფაქტი კი ისაა, რომ მისი კომპანია დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე მუშაობს.

„რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ბოლო დროს მედიაში ძალიან პოლიტიზირებული იყო, რაშიც ჩვენ არ ვერევით, მაგრამ, ამავდროულად მოვისმინეთ ბევრი არაზუსტი განცხადება და ფაქტები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, გვყავს პარტნიორები, რომლებიც სერიოზულად განიხილავენ ამ პროექტს, აქტიურად მუშაობენ და გასწევენ ხარჯებს. ჩვენ ამასთან, ყოველთვის ღია ვართ კომუნიკაციისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. აღნიშნული პროექტი, ეჭვგარეშეა, ტექნიკურად განხორციელებადია და ასევე, ტვირთბრუნვის კუთხით გვაქვს რა დადებითი ძვრები ადრინდელ ვითარებასთან შედარებით, შესაფერისი დროა ნავსადგურის ასაშენებლად“,-აცხადებს კლაუს ლოურსენი.

მისივე თქმით, კომპანია აქტიურად იმუშავებს ნებართვის მიღების პროცესზე.

„ჩემი მოლოდინია, რომ არავინ ჩადგება განსაკუთრებულ პირობებში; ჩვენ არ ვითხოვთ პრეფერენცირებულ მიდგომას, უბრალოდ, გვსურს თანაბარ პირობებში ყოფნა“,-განაცხადა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე