შალვა შავგულიძე - საჭიროა,  არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს -  მხოლოდ, ეს არის გამარჯვების გასაღები

ბლოკი "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით, საჭიროა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მნიშვნელოვანია 9 ივნისს, არჩევნებზე ამომრჩეველმა იაქტიუროს. როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს მეორე ტურში არჩევნებზე.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს მასიურად გამოხატული ხალხის ნების "მაქინაციებით" განეიტრალებას.

"არჩევნები, ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა. რაც შეეხება მოლოდინებს, მინდა, მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს, სწორედ, ამ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ვისაც მიგვაჩნია,საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არ ვართ წინააღმდეგინი, რომ ეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან დაიწყოს, ამისთვის ამ ნების გამოხატვაა საჭირო. ასევე საჭიროა,ხვალ არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი