გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს.

როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

„ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზე და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. ეს წინა არჩევნებზეც გააკეთეს და მერე გადააგდეს ხალხი. დაჭერილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის მაინც ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი. ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვეხმაურა და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეს მშვიდად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება. აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები ოქროყანაში. დღევანდელი დღე რომ მაინც უნდა იყოს მშვიდი, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს.

როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

„ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზე და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. ეს წინა არჩევნებზეც გააკეთეს და მერე გადააგდეს ხალხი. დაჭერილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის მაინც ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი. ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვეხმაურა და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეს მშვიდად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება. აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები ოქროყანაში. დღევანდელი დღე რომ მაინც უნდა იყოს მშვიდი, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა