ელენე ხოშტარია - მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და შემდეგ, თუ ეჭვი იქნება, პლანშეტით

მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და შემდეგ, თუ ეჭვი იქნება, პლანშეტით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს თამარ ჟვანიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი ისედაც რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით და გაუგებარია, მის აღსრულებას რატომ უნდა სჭირდებოდეს ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა.

"გაუგებარია, საერთოდ, რატომ დასჭირდა ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი სიაში იყოს გადამოწმებული, არის თუ არა ამ უბანზე რეგისტრირებული. გაუგებარია, აქ ბარიერები რატომ შეგვიქმნეს. ახლა ამ ძალიან უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც კანონით უკვე რეგულირდება, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და შემდეგ, თუ ეჭვი იქნება, პლანშეტით. წარმოუდგენელია, რომ ამას სჭირდებოდეს ნახევარი დღე, ცესკოსთან მოსვლა და კიდევ რაღაცა ბარიერების გადალახვა. ეს არის კანონი და ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ ყველა მთავრობის პირობებში ცესკო ასრულებს კანონს და არა - პარტიულ ინსტრუქციებს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა