ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდა

მთაწმინდის #18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებს: კატო კოპალეიშვილს და ანა ბარამიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ანა გელოვანი მას შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად, რაც აქტივისტები ცდილობდნენ ტელეფონით საარჩევნო პროცესის გადაღებას.

ამის შემდგომ, როგორც ხოშტარია აცხადებს, თავად ანი გელოვანი საარჩევნო უბანზე უკვე აღარ იმყოფებოდა და უკანა გასასვლელიდან გავიდა. რაც შეეხება დაზარალებულ ორ აქტივისტს, ისინი პოლიციამ დაკითხა.

„კიდევ ერთ უბანზე მოხდა ძალადობრივი ფაქტი. ეს არის ატმოსფერო, რომელიც შეშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ყველა უბანზე შექმნა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანი გელოვანი და ის პირდაპირ თავს დაესხა ჩვენს აქტივისტებს. ცხადია, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ამის შემდგომ კი ანი გელოვანი იმალება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო: "ხელი გამიშვი!" - ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტი "ევროპული საქართველოს" დამკვირვებლებს თავს დაესხა

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა