მცხეთის პოლიციაში, ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციის სამმართველოში, ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამჟამად სასტუმროს ხუთი თანამშრომელი აძლევს ჩვენებას.

ამავე საქმეზე გასულ კვირას „ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილე და სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელი გამოიკითხა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, „ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები - მფრინავი, გიდი და სასტუმრო „რუმსის" ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს