"სილქნეტმა" თბილისის ცენტრალურ უბნებში 4.9G ქსელის გაშვება დააანონსა

"სილქნეტმა" "რედისონში" ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე კომპანიამ მსოფლიოს ტექნოლოგიურ გიგანტთან - "ერიქსოთან" პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, "სილქნეტმა" ორი სიახლე გააცნო საზოგადოებას:

პირველად საქართველოში კომერციულად გაეშვა 4.9G ქსელი (გიგაბიტ ელტეი), რომლის თეორიული სიჩქარეა ერთი გიგაბიტი წამში და იგი 7 ჯერ აღემატება 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს. პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ უბნებში ამოქმედდება ტექნოლოგია. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს, მთელი თბილისის მასშტაბით უზრუნველყოს "ჯეოსელის" მომხმარებელი „გიგაბიტ ელტეი“ ქსელით. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა დიდ ქალაქებშიც მოხდება სამომავლოდ. პრეზენტაციაზე სტუმრებს თვალსაჩინოდ წარმოუდგინეს სადემონსტრაციო ტესტი, თუ როგორია უახლესი ტექნოლოგიის მობილური ინტერნეტის სიჩქარე (გიგაიტ ელტეი, ანუ 4.9G ინტერნეტი, რომელიც 5G-ს უშუალო წინამორბედია).

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე სილქნეტისა და ერიქსონის შეთანხმებაა ფართომასშტაბიან სამუშაოებზე, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მიზანია, შემოდგომაზე ჯეოსელის მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის 4.5G მობილური ქსელი მთელს საქართველოში.

„ჩვენი მიზანია, ყოველთვის პირველებმა მივაწოდოთ მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის მომსახურება და ვიყოთ ლიდერები საქართველოს ბაზარზე. ერიქსონთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, ასობით მიკრო სადგურების დამატებასა და ახალი საბაზო სადგურების მშენებლობაზე, ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად ჩვენ, პრაქტიკულად, დავფარავთ მთელ საქართველოს და მომხმარებელს შევთავაზებთ საუკეთესო ხარისხის, 4.5G ინტერნეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ერიქსონთან" გაფორმებული შეთახმების მიხედვით, სამუშაოები დასრულდება ამ წლის შემოდგომაზე. შემიძლია განვაცხადო, რომ ამით, ფაქტიურად, დავასრულებთ "ჯეოსელის" შერწყმის გრძელ და საპასუხისმგებლო პროცესს და ჩვენ მთელს საქართველოში მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მობილურ ინტერნეტს შევთავაზებთ. თბილისის ცენტრალურ უბნებში კი, მომხმარებელს უკვე ვაწვდით გიგაბიტ ელტეი - 4.9G ქსელს, რაც წინა ტექნოლოგიებთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფია და მობილური ინტერნეტის სიჩქარე 1000 მბ/წმ-მდე აღწევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ ამ ტექნოლოგიით მომსახურება ჩვენ აბონენტებს მთელ თბილისში და ასევე, საქართველოს ზოგიერთ დიდ ქალაქშიც მივაწოდოთ“, - განაცხადა "სილქნეტის" გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

"სილქნეტი" პირველი კომპანიაა, როგორც სქართველოში ასევე მთელ რეგიონში, რომელიც ამ უახლეს 4,9G (Gigabit LTE) ტექნოლოგიას ნერგავს და თავის აბონენტებს ყველაზე სწრაფ მობილურ ინტერნეტ მომსახურებას თავაზობს.

იაროსლავ ნათსაკი, ერიქსონის უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის რეგიონის გენერალური მენეჯერი: „მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად, ოპერატორებს დიდი გზის გავლა უწევთ. მოხარულები ვართ, რომ "სილქნეტმა", ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში პირველმა, განახორციელა გიგაბიტ ელტეი (Gigabit LTE) ქსელის კომერციულად გაშვება. ამასთანავე, ჩვენ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, დავიწყებთ შემდგომ, მასიურ სამუშაოებს "სილქნეტის" მობილურ ქსელში, რის შედეგადაც "სილქნეტი" თავის მობილურ აბონენტებს საუკეთესო ხარისხის, ყველაზე სწრაფი ოთხნახევარი თაობის ინტერნეტით უზრუნველყოფს“.

Gigabit-LTE (ანუ სხვაგვარად LTE Advanced Pro ან 4.9G) წარმოადგენს მობილური კავშირის შემდეგი - მე-5 თაობისკენ (ე.წ. “5G”) გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, შეიძლება ითქვას - 5G-ს წინამორბედს. კომპანია "სილქნეტმა" ამ უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყო ბათუმში, წელს კი უკვე თბილისის ცენტრალურ უბნებში მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ისარგებლოს მობილური ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალი სიჩქარით. როგორც დასახელებიდანაც ირკვევა, ამ ტექნოლოგიის მეშვეობით აბონენტს შეუძლია, მიიღოს 1 გიგაბიტ/წამამდე მობილური ინტერნეტის სიჩქარე, რაც დღესდღეობით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის საშუალებით მიწოდებულ სიჩქარეებსაც კი აღემატება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა