ნუკრი ქანთარია - მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას  ვერ ვხედავ, თუმცა ეს არ ნიშნავს  „ქართული ოცნების“ დატოვებას

მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც ქანთარია წერს, პარლამენტში ახალი ხალხია საჭირო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს.

დეპუტატი მმართველ გუნდში მიმდინარე განახლების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი მუდმივად საჭიროებს განახლებას.

„მინდა, ჩემი პოზიცია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოების და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იქნეს აღქმული და ინტერპრეტირებული. მიმაჩია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის. იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება. ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას, ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭროა. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა, ეს არამც და არამც არ მიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში.

ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძლებას. შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ, თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა ჩემი საპარლამენტო პროცესში კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს,” - წერს ქანთარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა