ცნობილმა ესპანურმა საინჟინრო და ზედამხედველობის კომპანია NTI-მ საქართველოში პირველი ფილიალი გახსნა

სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ესპანურმა საპროექტო-საინჟინრო კომპანია NTI-მ საქართველოში პირველი ფილიალი გახსნა.

ეს არის მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც საქმიანობას საინჟინრო, პროექტირების და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებებით ახორციელებს. NTI-ს მისია არის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარების ახალი მოდელების ჩამოყალიბება.

NTI ქართველ დამკვეთებს კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რაც საინჟინრო პროექტების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო და რელიეფის საინჟინრო და დიზაინის შექმნის სერვისს გულისხმობს.

ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2018 წლიდან მიმდინარეობდა და საქართველოში კომპანიამ 2019 წლის აპრილში დაიწყო მუშაობა. NTI-ს წარმომადგენლობის დამფუძნებლები ქართული მხრიდან ირაკლი ორჯონიკიძე და დავით ზაქარიაძე არიან.

NTI Projects and construction management-ს გუნდის პორტფოლიოშია ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის საპროექტო და ზედამხედველობის სამუშაოები; სარკინიგზო-სატვირთო ტერმინალის პროექტის მომზადება; ბარსელონის პორტის საინჟინრო, დიზაინის და სამშენებლო პროექტები; გზების და ხიდების პროექტირება; ასევე მრავალი სხვა პროექტი, რომელთა ღირებულებაც 100-დან $500 მლნ-მდე შეადგენდა.

კომპანიის ძირითად სერვისებს შორისაა ასევე შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგი, რაც ასევე აქტუალური პრობლემაა საქართველოში. მას შემდეგ, რაც დეველოპერულ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის ვალდებულება კანონმდებლობით დაეკისრათ, გაიზარდა მოთხოვნა ამ მიმართულების სერვისზე.

NTI-ს გუნდი ქართველი და ესპანელი სპეციალისტებით, სამოქალაქო და სამრეწველო ინჟინრებით, ასვე გარემოსდაცვითი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულს მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, თითოეულ პროექტზე კონკრეტული ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის წევრებს შორის ერთი აუცილებლად ესპანელი სპეციალისტი იქნება. მათივე თქმით, NTI არის პირდაპირი გარანტორი იმისა, რომ სამშენებლო ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცული იქნება. გარდა ამისა, კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას როგორც დამკვეთის, ისე სახელმწიფო უწყებების წინაშე. როგორც NTI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უკვე არსებობს მზაობა დეველოპერების მხრიდან, რომ ამ სერვისში თავიანთი რესურსები მიმართონ.

NTI აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სამშენებლო კომპანიებთან. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი 2 დიდ პროექტზე თბილისისა და კახეთის მასშტაბით.

NTI ბარსელონაში 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ივან ნოგალეს ტრიგეროა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საინჟინრო, პროექტირების და სამშენებლო ზედამხედველობის სექტორებში. NTI-ს წარმატებით აქვს პროექტები განხორციელებული სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ალჟირში, ბრაზილიაში, ჩილესა და კანადაში.

ქართულ ბაზარზე საქმიანობის ფარგლებში NTI მზადაა შეასრულოს პირდაპირი დაკვეთები და ამასთანავე მიიღოს მონაწილეობა როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა