„ყაზტრანსგაზ თბილისი“ - აბონენტი გაზის სპეციალისტს შემოწმებაზე არ უშვებდა და ეუბნებოდა „იქნებ თავის მოკვლა მინდა“

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, მაისში, დედაქალაქის მასშტაბით, განმეორებითი შემოწმების შემდეგ 3828 აბონენტს ღია კამერიანი აკრძალული წყლის გამაცხელებლები, ე.წ. კალონკები ქსელიდან ჩაუჭრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა.

„სამგორის რაიონში გაზის სპეციალისტებმა 891 აბონენტს განმეორებით ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი. მათ ერთხელ უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ მკვლელი გაზდანადგარები, თუმცა თვითნებურად დააერთეს ქსელზე, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც. ისანსა და ვაზისუბანში 605 აბონენტს ჩაუჭრეს მკვლელი დანადგარი ქსელიდან, გლდანში - 427-ს, სანზონაში- 374-ს, ჩუღურეთში - 269-ს, დიდუბეში - 249-ს, საბურთალოზე - 231-ს, კრწანისში - 227-ს, ნაძალადევის რაიონში 138 მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან, ნუცუბიძეზე - 103, მთაწმინდაზე - 125, დიღომში - 98, ვაკეში - 75 და წყნეთში - 16“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი აბონენტი, რომელიც გაზის სპეციალისტებს არ აძლევდა უფლებას, ქსელიდან ჩაეჭრათ კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი, ამბობს, რომ მას აქვს უფლება, სახლში ჰქონდეს მკვლელი დანადგარი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!