07.07.2025 / 08:38
ჩინეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, გუანსი-ჯუანია, აღნიშნულ პროვინციაში მსხვერპლის რაოდენობამ 9-ს მიაღწია 350 ათასი ადამიანი კი დაზარალდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროვინცია ძაინსიში 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საერთო ჯამში ასობით სახლი დაზიანდა და 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს