WinExpo Georgia’19 - აღმოაჩინეთ და დააგემოვნეთ ახალი ღვინოები

13-15 ივნისს, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, ინოვაციებსა და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს.

ორგანიზატორთა თქმით, წელს გამოფენაზე ყველაზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დაგხვდებათ თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო საქართველოს რეგიონებიდან.

„გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს შეეძლება აღმოაჩინოს და დააგემოვნოს ახალი ღვინოები. საგამოფენო სტენდებზე დაგხვდებათ როგორც ინდუსტრიული, ასევე ქვევრის და ბიო ღვინოები“, - ამბობს ორგანიზატორი.

ღონისძიება სამი დღე გაგრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას, აქედან 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელია.

WinExpo Georgia საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

გამოფენის ფარგლებში, 11-12 ივნისს ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.

ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენენ, აგრეთვე გადასცემენ უმაღლეს ჯილდოს -„ტროფი“-ს მათ რჩეულ ღვინოებს. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 13 ივნისს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

გამოფენაში მონაწილე ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გაიმართება ტატიანა მანის მასტერკლასი „ქართული ღვინო და ბრიტანეთის ბაზარი“.

WinExpo Georgia 2019-ის მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა