ვეტერანებს მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ბენეფიციარებს მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი (კარდიოექოსკოპია, კარდიოგრამა), ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოქირურგი („დოპლერით“ კვლევა) მამოლოგი, უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ექოსკოპისტი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს, ასევე, ჩაუტარდებათ რენტგენოლოგიური კვლევა (ექიმის დანიშნულებით).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 14 ივნისისი 10:00 საათიდან მისამართზე დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12-ე კილომეტრი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ