უკრაინის რადას თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს კოალიციის თაობაზე დოკუმენტები გადასცა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ საკონსტიტუციო სასამართლოს მმართველ კოალიციაში მყოფი დეპუტატების რაოდენობის შესახებ დოკუმენტები გადასცა. მან „ესპრესო-ტვ“-ის ეთერში განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები ადასტურებს კოალიციის არსებობას რადაში იქიდან ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ გამოსვლის მომენტისთვის. პარუბის სიტყვებით, მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კერძოდ, ორი ფრაქციის რაოდენობის შესახებ. ამას გარდა მან თქვა, რომ კოალიციაში იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც და მან სასამართლოს წარუდგინა იმ დეპუტატთა განცხადებებიც, რომლებმაც ფრაქცია დატოვეს.

„კოალიცია თავისი შექმნისას 302 დეპუტატს ითვლიდა. მე გადავეცი ყველა ის განცხადება, რომლებიც დეპუტატებმა დაწერეს კოალიციიდან გასვლის თაობაზე. თუ 302-ს გამოვაკლებთ ამ განცხადებების ჯამს, მაინც გამოდის 226-ზე მეტი“. ამ ცნობას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულების კანონიერებას რადას დათხოვნის თაობაზე. კოალიციის არარსეობა 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის საფუძველია. ზელენსკის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებენ, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი კოალიციაში დამოუკიდებელი დეპუტატების არსებობას არ ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის განხილვას დახურულ რეჟიმში აგრძელებს და ჯერ უცნობია, თუ როდის გამოაქვეყნებს თავის ვერდიქტს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს