სილქნეტმა მედიასთან არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებსა  და ახალი სატელიტური პროდუქტის „სილქ სატის“ შესახებ ისაუბრა

სილქნეტმა მრავალფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ მედიასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი, კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე, დირექტორთა საბჭოს წევრები და კომპანიის დამფუძნებლები უძღვებოდნენ.

შეხვედრის თემა საქართველოში არალეგალური კონტენტის გავრცელება და კომპანიის ახალი სატელიტური პროდუქტის „სილქ სატის“ წარდგენა იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის, საქართველოში ასობით ათასი აბონენტი არალეგალური გზით იღებს სატელიტურ მომსახურებას, შედეგად, მილიონობით დოლარი გაედინება გაურკვეველი მიმართულებით. ამით მნიშვნელოვნად ზიანდება, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ასევე ბიზნესი. ამასთან ვერ ხერხდება კონტენტის რეგულირება და რუსული პროპაგანდისტული არხების დაბლოკვა.

კომპანიის ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და საკუთარი წვლილი შეიტანოს სატელიტური მაუწყებლობის ლეგალიზაციის საქმეში.

შეხვედრაზე დაანონსდა სილქნეტის ახალი სატელიტური პროდუქტი „სილქსატი“, რომელშიც უცხოური არხები და ქართული სატელევიზიო კონტენტია ინტეგრირებული. აღინიშნა, რომ შეთავაზებულ პაკეტში შესული რუსულენოვანი არხებიდან არცერთი არაა საინფორმაციო, განსხვავებით იმ არალეგალურად შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტისა.

კომპანია სილქნეტი „სილქსატს“თბილისისა და რეგიონის მცხოვრებთ უახლოეს მომავალში შეთავაზებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა