კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულებულია

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასი” მეორე ეტაპი დასრულებულია.

ბინა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები, ბაღი, სკოლა - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, დიღომში, კერძოდ, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

„მწვანე ალმასის“ მშენებლობა სულ სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.

რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსის საინვესტიციო ღირებულებას, 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის” ყველაზე მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება პარასკევს გაიმართა.

როგორც კომპანია „მაქრო ქონსრაქშენის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო წამალაშვილი აცხადებს, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი”, ოლიმპიურ კომპლექსთან, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და მერიის მიერ დაანონსებულ პროექტ - „დიღმის ჭალებთან ერთად “ დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს.

„ეს ტერიტორია არის ადგილი, რომელიც დაანონსებული პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში განვითარდება, შესაბამისად, ასეთ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, თავისი მასშტაბით, კომპლექსი მოცავს 7 ჰექტარ ტერირტორიას, რომელსაც აქვს თავისი გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ, პროექტის 1/3 ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონას ეთმობა. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენივე პროექტის, „მწანე ბუდაპეშტის“ ხაზს - რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე ქალაქში, რადგან ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია თბილისში“,-აცხადებს სოფო წამალაშვილი.

„მაქრო ჯგუფის“ PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის, ბესიკ ლილუაშვილის თქმით, „მწვანე ალმასი“ ჯამში 1 770-ზე მეტ საცხოვრებელ ადგილს ქმნის, სადაც თითოეული მცხოვრები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებს ყველა სერვისის მიღებას.

„ეს გახლავთ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ მორიგი საცხოვრებელი პროექტი. პირველი იყო „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო და ქალაქის ცენტრში მივიღეთ ისეთი კომპლექსი, რომელიც გათვლილია მომხმარებლის სურვილზე, საჭიროებაზე და ყველაფერი ერთ, მწვანე სივრცეშია გაერთიანებული. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა „მწვანე ალმასის“ მშენებლობა და სტუმრებს უკვე მეორე ეტაპის დასრულების აღსანიშნავ მიღებაზე ვსტუმრობთ.

პროექტი სულ სამი ეტაპისგან შედგება და მესამე ფაზა სექტემბერში დაიწყება.

ჯამში მივიღებთ 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, აქვე იქნება 3 ღია საცურაო აუზი, კომერციული ფართები, სკოლა, ბაღი, ანუ, ადამიანები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებენ ყველა სერვისის მიღებას. ეს ყველაფერი მომდინარეობს ჩვენს მიერ შექმნილი “Smart Living” კონცეფციისგან და რწმენიდან, რომ ჩვენმა საქმემ უნდა მოიტანოს სარგებელი იმ ქვეყნსთვის და იმ ხალხისთვის, რომელშიც ოპერირებს“,-აღნიშნავს ბესიკ ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 6 წლის განმავლობაში საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელშიც ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს