ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიხსნა

დედაქალაქის მერიამ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

„მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ბატუტზე თამაშის, საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების და სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კონტაქტური ზოოპარკი. სტუმრების განწყობაზე დიჯეი და სხვადახვა მუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ, საღამო კი ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დასრულდა.

ნებისმიერ მსურველს სპორტულ აქტივობაში ჩართვისა და პროფესიონალებისგან ინსტრუქტაჟის მიღების საშუალება ჰქონდა. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლურად, მედლები და თასები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო პარა სპორტის ფედერაცია და პარა ფარიკაობის ჩემპიონატიც გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერების კუთხეები იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი წელს დედაქალაქის მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია