ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ ბრაზილიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული უკანონო პროცესებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. მათივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღება დაეთმო არაღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო არენაზე მისი შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, ციცერო მარტინს გარსიამ კვლავ დაადასტურა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბრაზილიის ხელისუფლება მტკიცედ ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია