ნინო ლომჯარია „პრაიდთან“ დაკავშირებით შსს-ში გამართულ შეხვედრაზე  - შსს-ს  პირდაპირი პოზიცია იყო, რომ საჯარო სივრცეში შეკრების უზრუნველყოფა არ იყო მიზანშეწონილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც ერთი უწყება, ვერ აუკრძალავს პირებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წლების განმავლობაში არ იცვლება ვითარება და რეალურად ლგბტ თემს არ ეძლევა მშვიდობიანი ფორმით თუნდაც საკუთარი პრობლემების შესახებ საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც ერთი უწყება ვერ აუკრძალავს პირებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. საბოლოო ჯამში, ეს არის თემის გადასაწყვეტი, რა ფორმას და როგორ აირჩევენ. თუმცა, შსს-ს მხრიდან იყო ცალსახა პოზიცია დაფიქსირებული. როგორც სახალხო დამცველი ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში არ იცვლება ვითარება და რეალურად ლგბტ თემს არ ეძლევა მშვიდობიანი ფორმით, თუნდაც საკუთარი პრობლემების შესახებ საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა. ამჯერად კიდევ უფრო გამწვავდა და გართულდა ვითარება და ეს ნამდვილად წარმოადგენს მათი უფლებების შეზღუდვას. დღეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ მათი უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ იქნება და შესაძლებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდეს. საერთოდ არ ყოფილა საუბარი ალტერნატიულ სივრცეებზე ან უსაფრთხო ადგილას შეხვედრის ორგანიზებაზე იქ, სადაც უფრო ადვილად იქნებოდა მათი უსაფრთხოება დაცული. იყო პირდაპირი პოზიცია, რომ საჯარო სივრცეში შეკრების უზრუნველყოფა არ იყო მიზანშეწონილი, ეს იყო რჩევა მათი მხრიდან და ღია პოზიცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ლგბტ თემის მხრიდან საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ.

თუმცა, ლომჯარიას თქმით, ადრესატი არ ყოფილა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„საუბარი იყო ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე და სქესის იდენტიფიცირებაზე, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების საკითხებზე. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს მთავრობაში უნდა არსებობდეს საკონტაქტო პირი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი თემსა და ხელისუფლება შორის და მათი უფლებების დარღვების შემთხვევებზე იმუშავებს. ასევე საუბარი შეეხო იმასაც, რომ ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ არ გაკეთებულა განცხადებები მათი უფლებების დასაცავად და ისინი მოითხოვდნენ, რომ პოლიტიკური განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან ყოფილიყო გაკეთებული. ასევე დაფიქსირებული იყო კრიტიკა და მეც ვიზიარებ ამას - ძალიან სამწუხაროა, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვეს მოძალადე ჯგუფებსა და მშვიდობიანი გამოხატვის, შეკრების ორგანიზატორებს შორის და წარმოაჩინეს ისინი როგორც დაპირისპირებული მხარეები, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირისპირებაც და ძალადობაც ერთი კონკრეტული ჯგუფის მხრიდან მოდის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა.

იხილეთ ვიდეო

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო