რამაზ საყვარელიძე ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებაზე - შესაძლოა, „ახალი ცოცხი“ რეფორმებისთვის უკეთესი იყოს

დავით სერგეენკო მინისტრთა კაბინეტის ადრინდელი ცვლილებების დროსაც შედიოდა მინისტრთა კაბინეტში წინადადებით - გამიშვითო, მაგრამ მისი წასვლა არავის უნდოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დავით სერგეენკო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო.

„უცხოეთში ცდილობენ, რომ ადამიანი 5 წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერდეს ერთ ადგილას იმიტომ, რომ მერე ბეზრდებათ ის სამუშაო, რასაც აკეთებენ და სიახლის განცდა და ინტერესი ეკარგება ამით. ასე რომ, თუ გადავითვლით, სერგეენკოს მინისტრად მოღვაწეობის, მინისტრად ყოფნის დროს, აშკარად გადააჭარბა 5 წელიწადს. რამდენადაც ვიცი, ადრინდელი კაბინეტის ცვლილებების დროს, სერგეენკო მინისტრთა კაბინეტში შედიოდა წინადადებით - გამიშვითო. კონკრეტული დრო არ მახსოვს, მაგრამ გამიგია სერგეენკოს წასვლა რომ უნდოდა და არ უშვებდნენ. გასაგებიცაა, რომ არ უშვებდნენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს არგუმენტაციას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, რომ მისი წასვლა ჯანდაცვის სისტემისთვის ცვლილებების მხრივ უკეთეს შედეგს მოიტანს, საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი დავუშვებთ იმას, რომ სერგეენკოს თანამდებობა მობეზრდა, შესაძლოა, „ახალი ცოცხი“ უკეთესი იყოს რეფორმებისთვის.

„თუ ვიგულისხმებთ, რომ შესაძლოა, მობეზრდა სერგეენკოს ერთი და იგივე ადგილას ყოფნა, ერთი და იგივე საქმის კეთება, მაშინ ახალი ცოცხი შეიძლება უკეთესი იყოს რეფორმებისთვის. ამდენად, სერგეენკოს არგუმენტის ინტერპრეტაცია უკვე გამართლებული იქნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს