საპარლამენტო კომიტეტები 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე იხილავენ

საპარლამენტო კომიტეტები 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ისე იხილავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვა არ არსებობს, რითაც რეგლამენტი ირღვევა.

სწორედ ამ მიზეზით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის წევრებს რეგლამენტის ნორმა შეახსენა, რომლის მიხედვით, საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ორი კვირის განმავლობაში განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს, რისი მომზადებაც სავალდებულოა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დაადასტურა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვა მომზადებული არ არის და ის კომიტეტს არა აქვს. კოვზანაძემ გაიხსენა ისიც, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო ერთი წლის წინაც.

მან საბიჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთებაც მოითხოვა, თუ რატომ არ არის დასკვნა.

„ჩვენ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა უნდა მიგვეღო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. არ მიგვიღია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა კომიტეტებსაც, ვინც საკითხი განიხილა. საკითხი დავსვი არაერთხელ - არა მხოლოდ კომიტეტის დონეზე, არამედ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც, თუმცა სამწუხაროდ, დღესაც იგივე პრეცედენტის წინაშე ვდგავართ - საბიუჯეტო ოფისის დასკვნა არა გვაქვს! საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაწყვიტოს სტრუქტურამ, რომელსაც ამის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს. არის რეგლამენტის დარღვევა, საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით არის თემები, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემა არ არის. მე ჩემს გულისტკივის პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარებ, რომელიც არის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოში. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩია. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზიციას უნდა დავეთანხმოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ამ დისკუსიის შემდეგ, კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საბიჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე მაინც დაიწყო. დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია