საქართველოში წელს მეოთხედ მამის დღე აღინიშნება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე, 19 ივნისი, საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს მოსახელობის ფონდიდან აცნოებს, მამის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამჯერად ქალაქ ზუგდიდში გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ აქტიური მხარდამჭერები, მწერლები - გიორგი კეკელიძე და ზვიად კვარაცხელია სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ, სადაც თანასწორობასა და მზრუნველ მამობაზე ისაუბრებენ. შეხვედრა „Art House/არტ ჰაუსი“ -ში, 11:30 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, აქვე გაიმართება შემეცნებითი ვიქტორინა მამებისა და შვილებისთვის, და ასევე, ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნის “იავნანა ლილისთვის” პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში გამოიცა.

„15:00 საათზე, რესტორან „ელ-ბარკოში“ დაგეგმილია კულინარიული მასტერკლასი მამებისა და შვილებისთვის. ხოლო, 17:00 საათზე, ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში გაიმართება “მხიარული სტარტები”, სადაც მამები და შვილები მიიღებენ მონაწილეობას.

მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პარტნიორები - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივი“.

მამის დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან კამპანიის მხარდამჭერი კერძო კომპანიებიც. ისინი მომხმარებელს საგანგებო აქტივობებს, აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. მამაკაცების თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა მშობლობასა და ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკის ნაწილია. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო