23 ივნისს, თბილისში მარათონი გაიმართება

23 ივნისს, თბილისის მერიის ინიციატივით მარათონი გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მარათონი სტარტს რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს და ორბელიანის მოედანზე დამთავრდება. რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გარბენი 10:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით. გვინდა, რომ ყველა რაიონში არსებობდეს მულტუფუნქციური კომპლექსები, სადაც სხვადასხვა სპორტული სივრცეები იქნება. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ შესაბამის სავარჯიშოებს. საუკეთესო მაგალითი შემიძლია გითხრათ გოძიაშვილის პარკი, რომელიც სავსეა ყველა თაობის ადამიანით, ზოგი დარბის, ზოგი ამ სავარჯიშოებზე ვარჯიშობს და ა.შ. ამ მიმართულების პოპულარიზაციისთვის გვინდა მარათონი გავაკეთოთ. კვირას, 23 ივნისს გიწვევთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ამ მარათონში. მარათონი სტარტს აიღებს რესპუბლიკის მოედნიდან და დამთავრდება ორბელიანის მოედანზე. რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე დაიწყება გარბენი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება