„საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომის მიზნით სიახლეს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებზე წვდომის მიზნით ინიციატივით მიმართავს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბეჟიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლებს საკრედიტო შეთავაზებებით სარგებლობა, ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდის ახალი - QR სისტემის დანერგვის შემთხვევაში შეეძლებათ.

„ყველა ტაქსის მძღოლს, რომელიც ამ სისტემაში ჩაერთვება, საშუალება ექნება მიიღოს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდები, რაც მათ საშუალებას მისცემს ბანკში შეიქმნან ისტორია, რომლის საფუძველზეც მათ ექნებათ წვდომა საბანკო-საკრედიტო პროდუქტებზე“,- განაცხადა დავით ბეჟიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის QR გადახდა 1-ელი ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით , აღნიშნული სისტემა ტაქსის მძღოლებს ისეთ საბანკო პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, როგორებიცაა საბანკო საკრედიტო ბარათი, განვადება, სესხი და სხვა.

„ტაქსის მძღოლები ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობენ, რომელიც ბანკში საერთოდ არ აღირიცხება და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ მათ შემოსავალს, ვერ ვხედავთ რომ ისინი დასაქმებულები არიან. QR გადახდის საშალებით, ვინაიდან ეს ინფორმაცია გაივლის ბანკში, საშუალება გვქნება გავიგოთ, რა ბრუნვა და შემოსავალი აქვთ მათ,“ -განაცხადა დავით ბეჟიაშვილმა.

ცნობისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ინდივიდუალური QR კოდის მიღება „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ. სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, შემდეგ კი ამ სისტემით გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოს ბანკი" ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომის მიზნით სიახლეს სთავაზობს

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო