საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნეაპოლში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვედრებს ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართავენ.

უწყების ცნობითვე, ქართულ დელეგაციას ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ჯეიმს ფოგო უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

დელეგაციის წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრებიან.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია