რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაშავებულის დედა - ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, 2 ოპერაცია ჩაუტარდა, შესაძლოა, სამი დღე მართვით სუნთქვაზე იყოს

რუსთაველის გამზირზე დაშავებული ერთ-ერთი პირის დედის ლია წიკლაურის ინფორმაციით, მის შვილს რეზინის ტყვია ყბაში ჰქონდა გაჭედილი და ორი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ლია წიკლაურმა ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში განუცხადა, შესაძლოა, მას მესამე ოპერაციაც დასჭირდეს.

"ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, შეიძლება ნეკროზი წავიდეს ისეთი მდგომარეობაა. თვალი ამოაცალეს ჩვენს გვერდით გოგონას. განა რა დააშვა ამ ბავშვმა რომ ტყვიებით არის დაზიანებული? ის ტყვიებიც შენახულია და მოგვცემენ. შედით და ნახეთ, რა დღეში არიან დამტვრეულ-დაშავებულები. ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება, დაკვირვების ქვეშ, 2 ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა მესამეთი „დაგვაჯილდოვონ“ კიდევ. ყბაში ჰქონდა გაჭედილი რეზინის ტყვია. ჩვენთან არავინ მოსულა აბსოლუტურად, ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, მადლობას ვუხდით მათ",- განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს თვალი და ყბა აქვს დაზიანებული.

„კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს. ოპერაციას ვერ უკეთებენ, თვალი და ყბა ისე აქვს დაზიანებული. რის გამო მოხდა ეს?! პასუხისმგებლობას ვაკისრებ ქუცნაშვილს და მთელ მთავრობას",- განაცხადა წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, თვალი ამოაცალეს ჩვენს გვერდით გოგონას, ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება" - ერთ-ერთი დაშავებულის დედა

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს