მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე - ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი

„ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, პასუხი უნდა იყოს აქციების მთელ საქართველოში გაგრძელება.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით?

ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა.

ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები