გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 25 ივნისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ვასაძის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ელიას მთის, მეველეს, ნიაბის, ბეთანიის, სომხეთის, შილდის, გოლოვნის, კვესეთის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, მიხეილ მრევლიშვილის, თამაზ მუჯირიშვილის, კიკეთის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამხედროს, განთიადის, დომინიკა ერისთავის, ჟონეთის, მარტყოფის და სათემოს ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 00:30 საათიდან 08 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, იოსებიძის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ჩოხელის, ასი ათასი მოწამის და სამაჩაბლოს ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ტოვსტონოგოვის, კარგარეთელის, უზნაძის, ივანე ჯავახიშვილის, გორკის, ნათიშვილის და ბუხაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო