ნათია თურნავა - გავაგრძელებ აქტიურ შეხვედრებს, მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, როგორ ავაწყოთ ერთად ეფექტური გეგმა

ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, გახსნილ, უსაფრთხო ქვეყნად, სადაც ერთნაირი სიხარულით ელიან ევროპელ, კორეელ, უკრაინელ თუ რუს ტურისტს. თქვენ, აჭარლებმა, თქვენი შრომით მოიტანეთ ის, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული შოკი შეგიმსუბუქოთ. ვამუშავებთ გეგმას, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქობულეთში შეკრებილ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს განუცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აჭარაში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.

როგორც ნათია თურნავამ ადგილობრივებთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ იმიჯის განმტკიცება, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსულ ბაზარზეც, რომ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. „ხელისუფლება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში დაგიდგეთ იმ მცირე მეწარმეებს, ვისაც ნეგატიურად შეეხო ეს კონკრეტული კრიზისი. დღეს ვიმყოფები აჭარაში, რადგან სეზონი უკვე დაწყებულია და ყველაზე მეტი თანადგომა გჭირდებათ, თუმცა, არანაკლები გამოწვევებია, მაგალითად, კახეთში, სვანეთში, ამიტომ გავაგრძელებ აქტიურ შეხვედრებს, მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, თუ როგორ ავაწყოთ ერთად ყველაზე უფრო ეფექტური, მორგებული გეგმა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ბანკებთან და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს