სოფიო ქაცარავა - 21-ე საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობდნენ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მე მესმის დებატების მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, თუმცა მინდა, გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, შეხედოთ ამ საკითხებს იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებიც დღემდე იტანჯებიან რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის გამო. ჩვენ წარმოვადგენთ აქ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ათეულობით წელია, ცხოვრობენ უკანონო ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ როგორ ეყრდნობა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ზოგიერთ ისტორიულ ფაქტსა და ეპიზოდს, თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასი ათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, რუსეთს“ ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა, ამას საერთოდ ვერ ვხედავთ”.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების, რეზოლუციების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება ევროპაში“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს