კახა კალაძე  20-21 ივნისის მოვლენებზე - სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ხდებოდა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება

ემოციურად რთულია ისაუბრო ამ ყველაფერზე, ძალიან მძიმეა სურათი, რომელიც მივიღეთ, - ამის შესახებ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრებათ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შევარდნაზე.

„ემოციურად მართლაც მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი და სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ხდებოდა ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება ძალიან ცუდი ფორმებით. ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, როგორ განვითარდა მოვლენები.

ძალიან მძიმე სანახავი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ ის ყველაფერი, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამას რა თქმა უნდა, მოჰყვა მყისიერი რეაგირება. პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს გუნდა ამაზე და ეს კარგად გვაქვს გააზრებული და რეაგირებაც იყო მყისიერი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და მან დატოვა თანამდებობა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ საღამოს, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და ემოციურად რთულია ისაუბრო ამ ყველაფერზე, ძალიან მძიმეა სურათი, რომელიც მივიღეთ. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრებათ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შევარდნაზე და ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იყო ცალკეული შემთხვევები ძალის გადამეტების, რაზეც შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ.

„ჩვენ ასევე ვნახეთ ცალკეული შემთხვევები, ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს მოკვლევა“, - განაცხადა კალაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია